ახალციხეში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთი, სვირი, წირა, ანი, ჭვინთა, ბოგა, ელიაწმინდა, ტატანისი, მიქელწმინდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.