"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30-დან 15:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ახალციხეში რუსთაველის, ტაბიძის, გიორგი ბრწყინვალის, ფარნავაზ მეფის, დ. აღმაშენებლის, 9 აპრილის, და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჭაჭარაქი, ღრელი, მინაძე, საძელი.
13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, რველი, კორტანეთი, ზანავი, ვარდგინეთი, ბეშეთი, ქვაბისხევი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.