სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 07:00-დან 10:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ბაკურიანში დიდველის ტერიტორიაზე.
12:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, გომარო, ჩორჩანი, ზარზმა, დიდი ზანავი, მოხე, დერცელი, ჭელა, ციხისუბანი, ნამინაური, არზნე, ზედუბანი და მიმდებარე სოფლებში.
14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვა, გომანი, ბარალეთი, კოთელია, ბუღაშენი, ბალხო, ზაკვი, ტრკნა, ვაჩიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.