"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპაინის, სპანდარიანის, პუშკინის, რუსთაველის, ჩარენცას, წერეთლის, აივაზოვსკის, საიათნოვის, აბოვიანის, ბაღრამიანის, დუმბაძის, მარჯანიშვილის, პარუირ-სევაკის და მიმდებარე ქუჩებზე.
14:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს ქ. ნინოწმინდაში და სოფლებში ეშტია, სათხა, დიდი ხანჩალი, გორელოვკა, დილითი, ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, ოროჯალარი, დიდი არაქალი, პატარა ხანჩალი, მამწვარა, ყულალისი, თორია, ყაურმა, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.