"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 14:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ბორჯომში თორის, ნიკოლაძის, 300 არაგველის, საბარგოს, სტალინის ქუჩებზე.
11:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ჭობისხევი, ჩითახევი, დვირი.
14:30-დან 17:30 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომში მესხეთის, რაზმაძის, გოგებაშვილის, ხანძთელის, ვეფხვაძის, მერჩულეს, 9 აპრილის ქუჩებზე, ლიკანში, სოფელ ლარებში.
14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიზაბავრა, ტოლოში, აწყვიტა, ნიჯგორი, ნაქალაქევი, თმოგვი, ხერთვისი, სარო, მირაშხანი, ფია, ჭაჭკარი, გელსუნდა, ნიალა, ვარძია, კორისხევი, გავეთი, ყარაბულაღი, გოგაშენი, ფანაქეთი, გიორგიწმინდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.