სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია შეიზღუდება(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, მურჯახეთი, ჩუნჩხა, მაჯადია და მიმდებარე ტერიტორიაზე.
ახალქალაქში თავისუფლების, მაშტოცის, თბილისის, რუსთაველის, ნალბანდიანის, ჭავჭავაძის, თუმანიანის, მიკოიანის, ჯავახეთის, მალხასიანის, თამარ მეფის, მიასნიკიანის, ჩარენცის, სანაპიროს, ნინოწმინდის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.