19 მაისს, სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება 09:00-დან 18:30 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ბორჯომში შანიძის, თამარ მეფის, ნინოშვილის, ხანძთელის, რობაქიძის, გიორგი მერჩულეს და მიმდებარე ქუჩებზე.
13:00-დან 17:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, წაღვერი, ცემი, ბაკურიანი.
15:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომში თორის, ერეკლეს, პლატოს, გურამიშვილის, 9 აპრილის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭავჭავაძის, ორბელიანის, შრომის, დუმბაძის, ჯორჯაძის, გორკის, ინგოროყვას, მანჯგალაძის, წერეთლის, სადგერის, დიმიტროვის ქუჩებზე.
10:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, თისელი, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი, მინაძე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.