სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 11:30 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ქ. ბორჯომში ხანძთელის, რობაქიძის, შანიძის, შრომის, ბარათაშვილის ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოკამი, ხავეთი, დავნია, ერინჯა.
11:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, მაშტოცის, თბილისის, რუსთაველის, ნალბანდიანის, ჭავჭავაძის, თუმანიანის, მიკოიანის, ჩკალოვის, მალხასიანის, თამარ მეფის, მიასნიკიანის, ძნელაძის, ჩარენცის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე.
14:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის სამხედრო დასახლებაში, ნინოწმინდის, თავისუფლების, წმინდა ნინოს, ჩარენცის ქუჩებზე, სოფლებში ჩამდურა, ვაჩიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.