"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 06:00-დან 07:30 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ქ. ბორჯომში მესხეთის, რობაქიძის, შანიძის, თამარ მეფის, ნინოშვილის, სააკაძის, ხანძთელის, ფალიაშვილის, რაზმაძის, წმ.ნინოს, ფიროსმანის, ვაჟა ფშაველას, რუსთაველის, გოგებაშვილის, მერჩულეს ქუჩებზე.
12:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტაძრისი, დგვარი, საკირე, დვირი.
16:00-დან 18:00 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამალა, ოშორა, რუსთავი, იდუმალა, ოთა, ინდუსა, ძველი, ასპინძაში ერეკლე II, გურამიშვილის, ვარძიის, ბესიკის, გოგებაშვილის, 9 აპრილის, სულხან-საბას, კლდიაშვილის, ერევნის, დავით აღმაშენებლის, ტაბიძის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.