"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 14:00-დან 15:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ახალქალაქში აღმაშენებლის, აგამალიანის ქუჩებზე, სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ხორენია, მარტუნი, ხულგუმო, ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილზე.
17 ივლისს 13:00-დან 17:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩითახევი, ჭობისხევი, დვირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.