სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ელექტროენერგია შეიზღუდება(R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, მუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე, ხეოთი, წყორძა, ანდრიაწმინდა, ახალშენი, ჭობარეთი, ახალციხეში ჯაყელის, რუსთაველის ქუჩებზე, ახალქალაქის გზატკეცილზე.
14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, ილია მართლის, გამრეკელის, შ.ახალციხელის, თამარ მეფის, დიდიმამიშვილის, კანანელის, თუმანიანის, ჭავჭავაძის ქუჩებზე.
16:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში თამარაშვილის, მთაწმინდელის ქუჩებზე.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაქალაქევი, თმოგვი, ხერთვისი, მირაშხანი, ტოლოში, ფია, ჭაჭკარი, გელსუნდა, ნიალა, ვარძია, კორისხევი, ფანაქეთი, ზემო ვარძია, გოგაშენი და მიმდებარე სოფლებში.
13:50-დან 16:30 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში დავით აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, თრიალეთის, ბორჯომის, წაქაძის, მთის, თავისუფლების ქუჩებზე, დიდველზე.
14:30-დან 17:30 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ, სათხა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.