სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ბუზავეთი, ხულგუმო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, საფარის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში არალი, უდე, ბოლაჯური, აბასთუმანი, ვარხანი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ადიგენში;
11:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტაძრისი, დგვარი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილითი, ეშტია, გორელოვკა, ოროჯალარი, ჟდანოვი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.