სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბავრა, ხოსპიო, მარტუნი, ხულგუმო, ნაპირი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში აღმაშენებლის, ჭონქაძის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ვალე, წირა, არალი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვარხანი, ენთელი, ბენარა, საღრძე, ღორძე, შოლავერი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.