ახალციხეში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ოქტომბერს 13:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში კლდე, აწყური და მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე ახალციხეში აღმაშენებლის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.