"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს 10:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალდაბა, რველი, ზანავი, კორტანეთი, ვარდგინეთი და მიმდებარე სოფლებში;
14:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, აწყური, გურკელი, წრიოხი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.