"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:05 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს დაბა ასპინძაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამალა, ოშორა, რუსთავი, იდუმალა, ოთა, ძველი და მიმდებარე სოფლებში.
16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ქალაქ ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.