"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ნოემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯური, აბასთუმანი, ხევაშენი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, გურკელი, მინაძე, წრიოხი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამალა, ოშორა, ოთა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.