სად გაითიშება ელექტროენერგია 9 ნოემბერს? (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქში თავისუფლების, ჭავჭავაძის, თამარ მეფის, ტერიანის, ტელმანის, ნალბანდიანის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერენია, იხტილა, პატარა სამსარი, სირკვა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში განძა, საღამო და მიმდებარე ტერიტორიაზე;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.