27 ნოემბერს ელექტროენერგია გაითიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდებათ აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი, მიასნიკიანი, ფილიპოვკა, კორხი.
12:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, აღმაშენებლის, ბორჯომის, 9 აპრილის, კოსტავას, თამარ მეფის, ხერგიანის, ჯავახიშვილის, თრიალეთის, პაოლო იაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.