"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში გოგაშენი, აზმანა, ოკამი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში 9 აპრილის, შრომის, აკაკის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.