სამცხე–ჯავახეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია გაითიშება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 თებერვალს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაჯადია, ორჯა, ხულგუმო, თოთხამი, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში თორის, ერეკლეს, გურამიშვილის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.