ზოგიერთ დასახლებაში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში აზავრეთი, ხანდო, ვარგავი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში სარო, ნიჯგორი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში რობაქიძის, შანიძის, ხანძთელის და მიმდებარე ქუჩებზე;
15:45-დან 17:15 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში ცხრაწყაროს, აღმაშენებლის, დიდველის, 25-ანების და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.