სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 თებერვალს
11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, ორჯა, კორხი, დილისკა, თოთხამი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ოშორა, ოთა, იდუმალა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში რობაქიძის, მესხეთის, სააკაძის, რუსთაველის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.