სამცხე-ჯავახეთის სოფლებში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 მარტს
11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში არალი, ბოლაჯური, ვარხანი, წახანი, მლაშე, აბაასთუმანი და მიმდებარე სოფლებში;
11:15-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ანდრიაწმინდა, ღრელი, საფარა და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე ახალციხეში თამარაშვილის, გამსახურდიას, ზარზმელის და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, სპანდარიანის, აივაზოვსკის, საიათნოვას და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.