სოფლები, სადაც 7 მარტს დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 07 მარტს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფელ ბოლაჯურში;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, სადგერი, მზეთამზე, ტბა, წაღვერი, დაბა, მიტარბი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ერევნის, საქართველოს, ერზრუმის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.