ახალციხესა და ასპინძაში დენი გაითიშება
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება
12:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტს ნაოხრებში.
12:00-დან 13:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ვალეში.
14:30-დან 14:35 საათამდე და 15:55-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს დაბა ასპინძაში, სოფლებში დამალა, ხიზაბავრა, ტოლოში, აწყვიტა, ძველი, ნაქალაქევი, ოთა, სარო, რუსთავი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.