ათზე მეტ სოფელში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აპრილს
07:00-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, აწყური, წრიოხი, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ტურცხი, ბურნაშეთი, აზავრეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.