ვის შეუწყდება ელექტროენერგიის მიწოდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს
12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, ზარზმა, მოხე, დიდი ზანავი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, პუშკინის, ერევნის, ჭავჭავაძის, გაგარინის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.