ასობით აბონენტს 8 მაისს დენი გაეთიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონში აბასთუმანში;
12:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში კოხტის ძირში, წაქაძის, გოგოლაძის და მიმდებარე ქუჩებზე;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ვალე, ნაოხრები და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში თორის, ერეკლეს, პლატოს, გურამიშვილის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.