ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 მაისს
05:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, აწყური, გურკელი, წრიოხი და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, ბორჯომის, 9 აპრილის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე;
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სამება, სპასოვკა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.