ზოგიერთ დასახლებას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ივნისს
14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ოკამი, ხავეთი, ერიჯა და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ოკამი და ვაჩიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.