როდის აღდგება რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, ჩუნჩხა, პტენა.
11:30-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში ივერიელის,თაბუკაშვილის, თაყაიშვილის, მებაღიშვილის, იაძის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, კოსტავას, წიქვაძის, მანველიშვილის, კლდიაშვილის ქუჩებზე.
12:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი და პატარა ხანჩალი, დილითი, კატნატუ, სათხა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.