,,ენერგო პრო-ჯორჯია" მომხმარებლებს აფრთხილებს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს
15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში მირაშხანი, ჭაჭკარი, ნიალა, ვარძია, თმოგვი და მიმდებარე სოფლებში;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, თისელი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.