ახალციხეში დენი გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ივლისს 15:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, თისელი, ფერსა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.