როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება სამცხე-ჯავახეთში
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება
01:00-დან 06:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ბაკურიანში ცხრაწყაროს და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, აბული, ბუზავეთი, თახჩა.
11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.