ენერგო-პრო ჯორჯია მომხმარებელს აფრთხილებს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება
07:00-დან 09:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, თისელი, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი, მინაძე.
07:00-დან 07:05 საათამდე - აბონენტებს სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, აგარა, გიორგიწმინდა, მუგარეთი, ფერსა.
14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, კარწახი, ოკამი, ჩუნჩხა, მურჯახეთი, ხავეთი, აფნია, ქარცები, დავნია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.