როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს
11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს აბასთუმანში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ფოკა, როდიონოვკა, ხულგუმო, გორელოვკა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, ცემი, წაღვერი, დაბა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, აწყური, გურკელი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.