სამცხე-ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს ქსელში ჩართული აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, მოხე, დერცელი, ფლატე, ნამინაური, არზნე და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ოშორა, ოთა, იდუმალა, რუსთავი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში ტაბიძის, სულხან-საბას, ბესიკის, ვარძიის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.