რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში დენი გაითიშება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აგვისტოს
05:30-დან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში კოსტავას, ასპინძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში დიდი პამაჯი, სხვილისი, საძელი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, წინუბანი, წრიოხი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, კატნატუ, სათხა და მიმდებარე სოფელბში;
11:00-დან 18:30 საათამდე ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში;
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში ცეკავშირის, ცხრაწყაროს, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.