როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება სამცხე-ჯავახეთის ნაწილში
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ბოლაჯური, ვარხანი, ბენარა, ხევაშენი, საღრძე და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ხიზაბრავა, აწყვიტა, სარო, ტოლოში და მიმდებარე სოფლებში;
12:30-დან 13:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ წაღვერში;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.