რეგიონი
პოსტსაბჭოთა სივრცეში ექსკლუზიური გავლენა და მოკავშირეებს შორის განხეთქილების შეტანა - რა სურს რუსეთს
ორ თვეზე მეტია, რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100-ობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. სამხედრო მობილიზებას კრემლი უსაფრთხოების მოტივით ამართლებს. როგორია პუტინის რუსეთის გეგმები, რას აპირებს დასავლეთი ბოლო პერიოდში რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად შექმნილი რთული ვითარების განსამუხტად და შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური გზით პრობლემის გადაწყვეტა - არსებულ სიტუაციას რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი და საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი შორენა ლორთქიფანიძე აფასებენ.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ახლა არის ,,ყველაზე კრიტიკული მომენტი ევროპული უსაფრთხოებისთვის.. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებულნი არიან აღნიშნული ქვეყნების თანხმობის გარეშე“.

შევიჭრები, არ შევიჭრები... რა სურს რუსეთს

ქართველი ანალიტიკოსის შორენა ლორთქიფანიძის აზრით, უკრაინაში მოვლენები ჯერ კიდევ 2014 წელს ,,საინტერესოდ და ტრაგიკულად“ განვითარდა - მოხდა ყირიმის ანექსია და მიერთება რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც რუსეთმა კონსტიტუციითაც გაფორმდა.

,,ამას მოყვა აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის ოკუპაცია, როდესაც გაჩნდა ჰიბრიდული ომის ტერმინი. როდესაც სახელმწიფო არ ამბობს, მე ვარო, მაგრამ მისი დაქირავებული არასამხედრო მებრძოლი ელემენტები, ძალისმიერად მოქმედებენ. ძალიან უცნაურია სამხედრო ტექნიკის მობილიზება, როგორც უკრაინის ასევე ბელორუსიის საზღვართან. რას მოუტანს რუსეთს ეს ნაბიჯი, როგორ მიდის პროცესი, რა შეიძლება იქცეს ტრიგერად, რომ გაუარესდეს მოვლენები და რეალური სამხედრო მოქმედება დაიწყოს. როგორ შეიძლება დაიწყოს ეს მოქმედება და რას იზამს დასავლეთი ამ დროს“ - აღნიშნავს შორენა ლორთქიფანიძე.

რუსეთი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ უფრო ხისტ ნაბიჯებს დგამს და პრაქტიკულად სამხედრო ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს დასავლეთის შანტაჟს - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარი საუბრობს. გიორგი ბილანიშვილის აზრით, ,,შეიძლება განსხვავებული მოცემულება გვქონდეს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, მაგრამ მიზანი და ამოცანა რუსეთისთვის ერთია - აღადგინოს ამ სივრცეში თავისი ექსკლუზიური გავლენა. შესაბამისად, რაც ხდება უკრაინასთან, ყაზახეთთან, სომხეთთან თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან მიმართებაში, ეს რუსეთის მხრიდან წარმატებით თუ წარუმატებლად საკუთარი გავლენის აღდგენის ამოცანას ემსახურება. ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესების მიღმა ვერ დავრჩებით. მითუმეტეს, რომ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთი კიდევ უფრო ფართო პრეტენზიებს უყენებს დასავლეთს და პოსტსაბჭოთა სივრცეზე , ,,იალტა2“-ის მსგავსი შეთანხმების მიღწევას ცდილობს, რომელიც გავლენის სფეროების გადანაწილების კონტექსტს გულისხმობს“.

იქნება თუ არა წითელი ხაზი უკრაინა - ამის დაბეჯითებით თქმა მკვლევარს უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი ადექვატურად აფასებს შექმნილ ვითარებას. გიორგი ბილანიშვილის თქმით, უკრაინაში კარგად იციან, რომ პირველ ეტაპზე თვითონ მოუწევთ ომი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს აფასებენ იმ დახმარების მნიშვნელობას, რასაც დასავლეთი უწევს. ,,რუსეთის მიმართ პასუხი იქნება მკაცრად გამოხატული სხვადასხვა მძიმე სანქციებში, თუკი რუსეთმა გაბედა და უკრაინის წინააღმდეგ მორიგი ახალი ინტერვენცია განახორციელა. დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ უშუალოდ არ ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში“ - აღნიშნავს გიორგი ბილანიშვილი.


რომელი მხარე დაზარალდება ყველაზე მეტად?

ევროპაში მდებარე ყველაზე დიდი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 45,4 მილიონს შეადგენს ომის ზღვარზეა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინამ საომარი გამოცდილება დააგროვა და სამხედრო შესაძლებლობებიც 2014 წელს რუსეთის აგრესიის შეჩერებით გაიძლიერა. გიორგი ბილანიშვილი ვარაუდობს, რომ ახალი შეიარაღებული კონფლიქტი ორივე მხარისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება. პოლიტიკური ურთიერთობები დასავლეთსა და რუსეთს შორის კიდევ უფრო გაუარესდება და ის სანქციებიც, რომლითაც დასავლეთი იმუქრება, სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთის ფედერაციისთვის.

,,თუკი რუსეთი უკრაინას რაიმე სახის პროვოკაციაზე წამოაგებს, ისე რომ მკაფიოდ არ გამოჩნდა რუსეთის სამხედრო აგრესია, შეიძლება ამერიკის შეერთულ შტატებზე არა, მაგრამ ევროპის ბევრი ქვეყნის პოზიციაზე ამ ფაქტმა რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედოს და მათ შეარბილონ კიდეც თავისი მიდგომები. რუსეთის ინტერესიც სწორედ ეს არის - შეიტანოს მოკავშირეებს შორის განხეთქილება. ძალიან მაღალია ალბათობა, რომ ის ამზადებს მორიგ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ რისკებიდან გამომდინარე გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს სამხედრო აგრესია აუცილებლად განხორციელდება. რუსეთშიც ხომ კარგად ხედავენ, რომ რისკები საკმაოდ მაღალია“ - აცხადებს გიორგი ბილანიშვილი.


როგორ აისახება უკრაინის მოვლენები საქართველოზე?

რონდელის ფონდის მკვლევარი რუსეთში არსებულ ვითარებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პუტინის რუსეთში ოპოზიციური პოლიტიკური სივრცე და ჟანგბადი აღარ არსებობს და მის საბჭოთა პოლიტიკურ კლასზე კონტროლი არავის აქვს. რუსმა პოლიტიკოსებმა ისიც კარგად იციან, რომ დასავლეთი მათ ,,მილიტარისტულ ქმედებაზე ხელს არ მოუწერს“. ამ გარემოებაში კი ექსპერტის აზრით, საქართველომ ერთადერთი რაც შეიძლება გააკეთოს დასავლეთთან კოორდინაციაა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისთვის ზრუნვაა. 

,,პოლიტიკურმა ძალებმა არც კი გაითვალისწინეს შარლ მიშელის თუ სხვა ევროპარლამენტარების ქმედებები, რის გამოც საგარეო ასპარეზზე ძალიან სუსტი პოზიცია გვაქვს. საქართველოში უმძიმესი სოციალურ -პოლიტიკური ფონია. იმაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ, რომ ქვეყნის შიგნით დავამყაროთ მშვიდობა. ძირითად საკითხებზე მაინც უნდა შეთანხმდნენ პოლიტიკური ძალები. ხელისუფლებამ საგარეო ასპარზზე როგორ უნდა იყვიროს, როცა შიგნით ყველაფერი მოუგვარებელი აქვს“ - აღნიშნავს გიორგი ბილანიშვილი. 

ოკუპანტი ქვეყნის მოთხოვნებს, ნატომ არ მიიღოს საკუთარ რიგებში საქართველო და უკრაინა, თბილისი რუსეთის არაგამაღიზიანებელი განცხადებებით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ რეზოლუციის უკრაინის მხარდამჭერ ტექსტში ნახსენები არ ყოფილა რუსეთის ფედერაცია, რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველის შორენა ლორთქიფანიძის აზრით, ,,რუსეთი საქართველოში კვლავ აგრძელებს საზღვრით თამაშის პოლიტიკას, რასაც ჩვენ ბორდერიზაციას ვეძახით, მარტო ჩვენ კი არა, ეს უკვე საერთაშორისო დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც რუსეთის ქმედებებს აღწერს ოკუპაციის ხაზთან და დღემდე გრძელდება ადამიანების დაკავება, რასაც მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეეწირა“.

შორენა ლორთქიფანიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო შიგნით თუ გარეთ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყნისთვის ევროატლანტიკური მისწრაფება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი კონსტიტუციაში ჩაწერა. მიიჩნევს, რომ სამშობლოში პრორუსული ძალები აქტიურობენ, მაგრამ საქართველოში ისე პოპულარულები არ არიან, როგორც სხვა ქვეყნებში, ამის ნიშნად პარლამენტს მიღმა დარჩენილი ,,პატრიტთა ალიანსი“ მოჰყავს.

,,ამ ყველაფერს შენარჩუნება, პოლიტიკურ კრიზისს კი დაძლევა და ნორმალურ რეჟიმში გადაყვანა უნდა. დღევანდელმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისი თავი ამოწურა. აღარც მოტივაცია, აღარც სურვილი არ აქვთ იმისა, რომ შეიცვალონ. ალბათ თაობათა ცვლის დრო დადგა, თუმცა მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ახალ თაობას პოლიტიკური აქტივიზმის დიდი ინტერესი არ აქვს, თუმცა ეს არ არის ქართული ტენდენცია. ეს გლობალური ხასიათისაა, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის ამერიკაშიც, თითქმის 80 წელს მიტანებული პირები არიან და ახალგაზრდების ნაკლებობას განიცდიან. იმდენად ცვალებადია ყველაფერი და იმდენად ბევრი მოთამაშეა პროცესში, რთულია რამის განსაზღვრა“ - განმარტავს შორენა ლორთქიფანიძე.

პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტები და მათი გავლენა საქართველოზე

რუსეთი უკრაინის გარდა საკუთარი გავლენების გაძლიერებას ყაზახეთსა და სომხეთ-აზერბაიჯანშიც ცდილობს. ოკუპანტი ქვეყნის ქცევა განსხვავებული აღმოჩნდა ყაზახეთში. შორენა ლორთქიფანიძისთვის საინტერესო იყო ფაქტი, როდესაც რუსეთის მეთაურობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პირველი სამშვიდობო მისიის განლაგებით წესრიგის დამყარდა.

,,ეს სამხედრო მისია დაეხმარა ყაზახეთის პრეზიდენტსა და მთავრობას. ეს იყო პირველი შემთხვევა. შარშან, სომხეთმაც სთხოვა რუსეთს დახმარება, მაგრამ რუსეთი, როგორც ამ ორგანიზაციის ლიდერი ქვეყანა, ისე არ შესულა. ეს იყო მისი ინდივიდუალური როგორც პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა, ოღონდ ეს იყო კონფლიქტის დასრულების შემდეგ. შეიძლება რუსეთის მიღწევადაც ჩავთვალოთ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, რომელშიც მისი როლიც მნიშვნელოვანია და ახლა გვევლინება ბუფერულ ზონაში, კონფლიქტის მხარეებს შორის როგორც სამშვიდობო აქტორი“.

შორენა ლორთქიფანიძის მსგავსად, რონდელის ფონდში მიიჩნევენ, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დაყოფა სარგებელს არავის მოუტანს, რაც კარგად იციან სამივე ქვეყნის ლიდერებმა. მისი აზრით, ის პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებს ერთმანეთთან გარკვეული კავშირები აქვს. 

,,რუსეთის ხელისუფლებას მიზანი ერთი აქვს - აღიდგინოს ექსკლუზიური გავლენა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ყარაბაღთან მიმართებაში სხვაგვარად იქცევა, უკრაინა, ბელარუსთან და მოლდოვასთან მიმართებაში განსხვავებულია და ცენტრალურ აზიაში კიდევ უფრო სხვა ქმედებები აქვს. რუსეთის ქცევას განაპირობებს შექმნილი ვითარება, ამ ვითარებაში სხვადასხვა აქტორების ჩართულობა. ასევე ის, თუ რა მოვლენები ვითარდება და რა რესურსები აქვს რუსეთს, უპასუხოს განვითარებულ მოვლენებს ისე, როგორც მის ინტერესებშია. მისთვის მთავარია, პოსტსაბჭოთა სივრცეში შეამციროს დასავლეთის გავლენა. ყარაბაღის კონფლიქტში შეიძლება ბოლომდე მისთვის სასარგებლო შედეგი ვერ მიიღო, რადგან თურქეთის გავლენები გაძლიერდა სამხრეთ კავკასიაში, სამაგიეროდ მოიგო ის, რომ დასავლეთის ჩართულობა ყარაბაღის კონფლიქტში პრაქტიკულად გაანულა“- აღნიშნავს გიორგი ბილანიშვილი.

3+3 ახალი ფორმატია, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში ვითარების დასარეგულირებლად შეიქმნა. ფორმატში ექვსი ქვეყანაა გათვალისწინებული - სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, თურქეთი, ირანი და საქართველო. მორიგი შეხვედრა ახლა უკვე თურქეთში ტარდება, თუმცა საქართველოს ელჩმა განმარტა, რომ ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობს არ აპირებს. ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს მონაწილეობა ამ ფორმატში დასავლელი პარტნიორების გარეშე მიზანშეწონილი არ არის.

,,პირველი -მიუხედავად იმისა, რომ თურქეთთან კარგი ურთიერთობები გვაქვს, ირანთანაც მეტ-ნაკლებად კარგი ურთიერთობა გვაქვს, არ უნდა დავრჩეთ პირისპირ რუსეთთან პარტნიორების გარეშე, თან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს;

მეორე - ეს ფორმატი დასავლეთის გაყვანას გულისხმობს კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან, საქართველომ ამ ფორმატში მონაწილეობით დასავლეთის ამ რეგიონიდან კიდევ უფრო გაყვანას არ უნდა შეუწყოს ხელი;

მესამე - ეს ფორმატი მათ შორის და შეიძლება პირველ რიგშიც ითვალისწინებს ეკონომიკური მარშრუტების, დერეფნების განბლოკვას მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ სომხეთში და აზერბაიჯანში, როგორც თავად ინიციატორები ამბობენ"
- აღნიშნავს მკვლევარი.

გიორგი ბილანიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველოს ორი ეკონომიკური დერეფანი - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დახურული აქვს. ამიტომ, კარგად გასააზრებელია, რამდენად არის მზად ქვეყანა ამ ფორმატში მონაწილეობისთვის, იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება ზეწოლა დერეფნების გახსნისთვის, როგორი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ამ ფორმატში მონაწილეობა, თუმცა დასძენს, რომ ,,არ უნდა იყოს ისე აღქმული, თითქოს საქართველო უარს პოლიტიკური მოსაზრების გამო ამბობს, რეალურად, ამ ფორმატში მონაწილეობას რეალურად გააზრება ჭირდება“ - აღნიშნავს რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 8 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 13 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 8 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.7967
EUR
EUR
1
2.8453
RUB
RUB
100
2.8623
TRY
TRY
1
0.0819
USD
USD
1
2.6711
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 Girişcasibom girişcasibom girişEntrümpelung firmacasibommedyamuhabiri.combetturkeybetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni giriş hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom casibom girişcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqos1xbetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://iainfmpapua.ac.id/wp-content/languages/-/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetvbetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetturkeybetnanomavibetgoldenbahiselektronik sigarasigara shopbetkanyon girişbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetturkeybetturkeybetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobetholiganbetholiganbettrbetcasibomvdcasinoholiganbetqueenbettempobettümbetbettiltbaywinpusulabetmeritkingjojobetnakitbahisholiganbetsekabetkralbetvds kiralamariobetholiganbet girişcasibombetebetsekabetholiganbetjojobetdinamobetdinamobetbetkanyoncasibombahiscom