რეგიონი
ომის დაწყებიდან დღემდე 11 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა - უკრაინული მედია
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის ჯარის დანაკარგმა 11 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ამასთან თავდაცვის უწყების განცხადებით, უკრაინელების მიერ განადგურებულია:

985 ჯავშანტრანსპორტიორი,

285 ტანკი,

44 თვითმფრინავი,

48 ვერტმფრენი,

109 საარტილერიო სისტემა,

50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა,

21 საჰაერო თავდაცვის საშუალება,

447 საავტომობილო აღჭურვილობა,

2 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა,

60 საწვავი ავზის მანქანა,

4 უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური "დრონი".


როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ, ლუგანსკის რაიონის სოფელ ბრიანკას ცენტრალურ საქალაქო საავადმყოფოში რუსეთის საოკუპაციო ძალების 650-ზე მეტი დაჭრილი გადაიყვანეს. მათი უმრავლესობა პოპასნას მიმართულებიდანაა.

ყველა მათგანი ძირითადად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა სტაციონარში ვაკანსიების უქონლობის გამო, ოკუპანტები, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, სამედიცინო დაწესებულებაშიც კი არ შეჰყავთ და პირველადი დახმარების მიღების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ძალებიდან შეიარაღებული კოლონით საბრძოლო ხაზში შემდგომი საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად გადაჰყავთ, როგორც „ქვემეხის საკვები“.

,,ცნობილია, რომ მე-6 ცალკეული მოტომსროლელი პოლკის პირადი შემადგენლობა შეშინებული და დემორალიზებულია და დეზერტირების გზებს ეძებს.

მონაცემების განახლება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

ამასთან, უკრაინელები მტკიცედ იკავებენ გარკვეულ პოზიციებს და ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობას“
, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა Sky News-ს განუცხადა, რომ აღნიშნული რამდენიმე დღეში არ დასრულდება და სტრატეგიული გამძლეობაა საჭირო.

,,არ უნდა გვქონდეს ეჭვი, რომ ჩვენი მისია მოკავშირეებთან ერთად უკრაინაში პუტინის წარუმატებლობის უზრუნველყოფაა, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ ვსაუბრობთ თვეებზე, ან წლებზე, ამიტომ უნდა გამოვავლინოთ გარკვეული სტრატეგიული გამძლეობა, რადგან ეს რამდენიმე დღეში არ დასრულდება“, - აღნიშნა დომინიკ რააბმა.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.