რეგიონი
რუსული მხარე უკრაინის რამდენიმე ქალაქში ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის -BBC
რუსული მხარე უკრაინის რამდენიმე ქალაქში ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან შეწყდება, ევაკუაციის მარშრუტები განისაზღვრა დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვში, მარიუპოლსა და სუმიში. ყველა ეს ქალაქი ამჟამად რუსეთის თავდასხმის ქვეშ იმყოფება.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, უკრაინის ოფიციალური პირები აღნიშნულს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. შაბათს და კვირას, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მარშრუტის გახსნის ორი ოპერაცია ჩაიშალა. უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნული მოხდა იმიტომ, რომ შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტის საათებში, რუსული მხარე აგრძელებდა ქალაქის დაბომბვას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწო.
გააზიარეთ :