ბორის ჯონსონის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი გაერთიანებულ სამეფოზე სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა
გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.
ჯონსონის მტკიცებით, პუტინმა უთხრა, რომ ბრიტანეთზე დარტყმას "მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა".
"ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: "ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება“, - აღნიშნა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.
მისი თქმით, გააფრთხილა პუტინი, რომ უკრაინაში შეჭრა გამოიწვევდა დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას და ნატო-ს მეტი ჯარების რაოდენობის გაზრდას რუსეთის საზღვრებზე.
BBC-ი წერს, რომ სატელეფონო საუბრის დეტალები გადმოცემულია დოკუმენტურ ფილმში, „პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ“, რომელიც დღეს მოგვიანებით გავა ეთერში.