რა ხდება უკრაინაში ომის 341-ე დღეს
ომის 341-ე დღე. ოკუპანტები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. ხერსონში სარაკეტო დარტყმების შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 6 კი, დაშავდა.
რუსული ძალების სამიზნე გახდა საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფო, სკოლა, ავტოსადგური და ფოსტის შენობა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენის მილები. მძიმე ბრძოლები გრძელდება დონბასში. ყველაზე ცხელ წერტილად, ამ დრომდე, ბახმუტი რჩება. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.