გაზაფხულზე რუსეთი უკრაინაზე ახალ თავდასხმას გეგმავს - თეთრი სახლი
რუსეთი გაზაფხულზე, უკრაინის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შეტევის დაწყებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი, ზამთრის პერიოდში, უკრაინელების დასუსტებისა და საკუთარი ძალებისა და შეიარაღების აღდგენის ტაქტიკით ხელმძღვანელობს.
როგორც ჯონ კირბი აღნიშნავს, რუსეთი ს ცდილობს, საკუთარი ძალების მომარაგებასა და აღჭურვას გაზაფხულზე შეტევითი ოპერაციების განახლების მიზნით, ამიტომ აშშ და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნები ზრდიან სამხედრო დახმარებას, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსების გეგმებს მომზადებული შეხვდნენ.
ჯონ კირბიმ ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, განსაკუთრებით ბახმუტის გარშემო.