ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს შეხვედრას.
ინფორმაციისთვის, იყო ვარაუდი, რომ ბაიდენი პოლონეთს ეწვეოდა, აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის შესახებ კი აქამდე ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.
მედიაში გავრცელდა ბაიდენის პირველი კადრები, რომელიც კიევში, მიხაილოვსკის მოედანზეა გადაღებული. ვიდეოში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის.