უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, რუსეთის არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა 25 წლის ქართველი ილია ჩოხელი. ის წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედიდან იყო და 12 წლის წინ საცხოვრებლად ხარკოვში გადავიდა. ქართველი მებრძოლის მამა ზემო ქედიდანაა, დედა კი უკრაინელი იყო.
ილია სამხედრო აკადემიაში მესამე კურსის სტუდენტი იყო და ომში საკუთარი სურვილით ჩაერთო. 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
„მამა აქაური ჰყავს. ჩამოდიოდნენ ხოლმე საქართველოში. სკოლაშიც დადიოდა ზემო ქედში, მაგრამ რაც დედა გარდაეცვალა, ხარკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ იქ მიიღო სამხედრო განათლებაც. აქ მოხუცი ბებია და პაპა ცხოვრობენ", - ამბობენ ადგილობრივები.