რა ხდება უკრაინაში ომის 435-ე დღეს
ომის 435-ე დღე. საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე გახდა ხერსონისა და დნიპროს დასახლებული რაიონები.
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ერთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო იერიშის შედეგად დნიპროში. არიან დაშავებულებიც. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.