უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, ბახმუტთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ და შესაბამისი პროცედურები განხორციელდება.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, დაღუპული უცხოურ ლეგიონში მსახურობდა, ამასთან, აღნიშნავენ, რომ დაჭრილია კიდევ ერთი მებრძოლი.
2022 წლის 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში სულ 44 ქართველი მებრძოლია დაღუპული.